ლიტერატურა

გილგამეშის სიზმრის ფილა ერაყში დაბრუნდება

ფილა, რომელზეც უძველეს ლიტერატურულ ნაწარმოებად მიჩნეული გილგამეშის ეპოსის ნაწილი – „გილგამეშის სიზმარი“ ლურსმული დამწერლობითაა შესრულებული, ვაშინგტონის ბიბლიის მუზეუმს ჩამოართვეს გასულ წელს და დღეს იგი ნიუ იორკშია გადატანილი გამოძიების დასრულებამდე. ქრისტის აუქციონს აშშ-ს მთავრობა ედავება მის გაყიდვას 2014 წლის აუქციონზე და მიაჩნია, რომ იგი ერაყიდან აშშ-ში „ძარცვის“ შედეგად მოხვდა. ფედერალური მთავრობის წარმომადგენლების თქმით, აუქციონმა არასწორი წყარო დაასახელა, როცა ის 1.6 მილიონად გაყიდა.  

Copyright Rex Features Limited 2013;17893089;4500;4475;1371302025;Sat, 15 Jun 2013 13:13:45 GMT;0

1990 წლის კანონი კრძალავს ერაყიდან სიძველეების იმპორტს. გილგამეშის სიზმრის ფილა ერთ-ერთია 12-დან, რომელზეც უძველესი ეპოსია შესრულებული. იგი 1853 წელს იპოვეს ერაყის ტერიტორიაზე, ასურულ ნანგრევებში. ბიბლიის მუზეუმი აცხადებს, რომ 2017 წელს მათ ერაყის მთავრობა საქმის კურსში ჩააყენეს და მას შემდეგ დაიწყო ვითარების შესწავლა. ქრისტის აუქციონის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მათ არ იცოდნენ, თუ ის მოპარული იყო.

კომენტარები

კომენტარი