ლიტერატურა

გვარამია: “ნაირა გელაშვილი სამარცხვინო მოღვაწეა”

კავკასიური სახლის ხელმძღვანელის, მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მიღებულ ჯილდოს უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“ნაირა გელაშვილი შესანიშნავი მწერალია.
ნაირა გელაშვილი სამარცხვინო საზოგადო მოღვაწეა.
დიახ, ასეთ მოფაშისტო ელემენტებს ტოლერანტობის ჯილდო არ უნდა ქონდეთ. კარგი უქნია, თუ დააბრუნა. ქსენოფობიის ჯილდოს გადასცემს კორკოტა.”

ნაირა გელაშვილის თქმით, მისი პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.

„სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა არის ჩაგრულთა გვერდში დგომა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდით დადგომა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლო „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი“, – აცხადებს ნაიარა გელაშვილი.

„ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება კავკასიურმა სახლმა რამდენიმე წლის წინ მიიღო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი