ვიზუალური ხელოვნება

გემრიელი შედევრები – კარანტინის ხელოვნება

ტერი კულეტო, Vincent van Dough (ვინსენტ ვან ცომი), (2019)

გახანგრძლივებულმა თვითიზოლაციამ, რომ არაფერი ვთქვათ რესტორნების დახურვაზე, ადამიანები სამზარეულოში დააბრუნა, სადაც ამბიციურმა მზარეულობამ შედეგად მოგვცა რამდენიმე ფართოდ გავრცელებული სურათი კარანტინის ცხოვრებიდან.

ჰანა პეიჯი, “ფოკაჩას ბაღი”

ინტერნეტის მორიგ სენსაციად იქცა „ფოკაჩას ბაღი“, როგორც მას უწოდეს, ესაა ბრტყელი, თეთრი პური, რომელსაც ამშვენებს ფერადი ბოსტნეული ყვავილოვანი დიზაინით.

მხიარული ტრენდი ტერი კულეტომ წამოიწყო, რომელმაც ცხობა დაიწყო 2018 წელს, როცა ის ბოსტონში ვინსენტ ვან გოგის გამოფენას ეწვია. მისი პირველი „ფოკაჩას ბაღი“ ინსტაგრამზე 2019 წლის თებერვალში გამოჩნდა. იგი ინსტრუქციებსაც იძლევა, როგორ შევქმნათ Vincent van Dough ანუ ვინსენტ ვან ცომი.

ჩეფ ტუანი, “კივილი”

გავლენიანმა კულინარმა ჰანა პეიჯმა სიხარულით აითვისა ტრენდი და შექმნა თავისი ბაღნარები. რამდენიმე მცხობელმა კი ახალ სიმაღლეზე აიყვანა კულეტოს სახელოვნებო ინსპირაცია, გამოიყენა რა მისი ტექნიკა ხელოვნების ისტორიის შედევრების რეპროდუქციისთვის.

ტომ პარფიტი, “ვარსკვლავებიანი ღამე”

ინტერნეტში დევს ორი მსგავსი ტექნიკით შესრულებული ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ღამე“, ერთი იუთუბზე და ერთი Pinterest-ზე.  

კომენტარები

კომენტარი