ვიზუალური ხელოვნება

გასაოცარი სამართლებრივი გადაწყვეტილება: 6.75 მილიონი ქუჩის ხელოვანთა სასარგებლოდ

აეროზოლის ხელოვნების ცენტრი ნიუ იორკში იყო შენობა, რომლის ინტერიერში ხელოვანთა სტუდიები იყო განთავსებული, ექსტერიერი კი ქუჩის მხატვრობას – გრაფიტის ეთმობოდა, რითიც იგი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული იყო. 2013 წელს მფლობელმა – ჯერი ვოლკოფმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ერთ ღამეში, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე წაშალა ყველა გრაფიტი შენობის კედლებზე, რადგან სურდა მისი დანგრევა.

გრაფიტის ხელოვანთა ჯგუფმა იჩივლა სასამართლოში. ეს იყო მთავარი გამოცდა ვიზუალურ ხელოვანთა უფლებების აქტისთვის, რომელიც გარკვეულ „მორალურ“ უფლებებს ანიჭებდა ხელოვანებს მათ ნამუშევრებზე, თუმცა 1990 წლის ცვლილების მიხედვით საერთოდ იკრძალება მათი ნამუშევრების მოდიფიკაცია, თუ მიიჩნევა, რომ ეს ზიანს აყენებს ხელოვანთა რეპუტაციას. შესწორება იცავს ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც მიჩნეულია „აღიარებული ღირებულების“ მქონედ.

სასამართლომ ვოლკოფს მთლიანობაში 6.75 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შენობის მფლობელმა გაასაჩივრა სასამართლოს მიერ ხელოვანთა სასარგებლოდ მიღებული 2017 წლის გადაწყვეტილება პრაქტიკულად ყველა ასპექტში, თუმცა მისი ყველა პრეტენზია გაბათილდა, ვოლკოფმა ვერ დაასაბუთა რა ზიანი მიადგებოდა მის ბიზნესს, თუ იგი არ წაშლიდა ამ ნამუშევრებს დაუყოვნებლივ.

ვოლკოფის ადვოკატის აღიარება, რომ მათთვის ცნობილი იყო ნამუშევრების „აღიარებული ღირებულების“ სტატუსის შესახებ, ასევე ვოლკოფის სიტყვები, რომ იგი ისევ ჩაიდენდა იმავეს, სასამართლომ გამოიყენა ისევ მის წინააღმდეგ, ბრალის დასამძიმებლად.

კომენტარები

კომენტარი