ვიზუალური ხელოვნება

გარდაიცვალა ცნობილი სკულპტორი ჯონ სიუარდ ჯონსონ II

ჯონ სიუარდ ჯონსონ II , სკულპტორი, რომლის რეალისტური ნამუშევრები ხშირად იდგმებოდა საჯარო თავშეყრის ადგილებში, გარდაიცვალა 89 წლის ასაკში, New York Times-ის ცნობით, მიზეზი იყო კიბო.

ჯონსონი ხშირად დგამდა რეალისტური ზომის, რეალისტური გარეგნობის სკულპტურებს ქუჩის კუთხეებსა და სკამებზე, რათა მისი უსულო სუბიექტების სიცოცხლით სავსე გარესამყაროში ინტეგრირება მოეხდინა. მისი შთაგონების წყარო ხშირად იყვნენ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ან ცნობილი ადამიანები პოპ-კულტურიდან.

“უპირობო დანებება”, ნიუ იორკი

1930 წელს დაბადებული ჯონი არის იმ ოჯახის წევრი, რომელმაც დააფუძნა სამედიცინო პროდუქციის კომპანია Johnson & Johnson. ხელოვნებისადმი სიყვარული მეორე ცოლმა სესელია ჯოის ჰორტონმა გაუღვივა. ჯონსონი დგამდა თავის სკულპტურებს ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში მსოფლიოს მასშტაბით: ნიუ იორკში, რომსა თუ ჰონკონგში.

“მარად მერილინი”, ჩიკაგო

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, მისი შემოქმედებაა კიჩია, მაგალითად, კრისტოფერ ნაითი მერილინ მონროს სკულპტურას გროტესკულს უწოდებს. თუმცა სკულპტორ ჯ. დ. რიდის აზრით, ჯონსონის შემოქმედება ღირებულია, რადგან იგი ზეიმობს ყველაზე უბრალო ადამიანურ ქმედებებსა და მიმართებებს.

კომენტარები

კომენტარი