ვიზუალური ხელოვნება

გარდაიცვალა ეგვიპტელი სკულპტორი ადამ ჰენეინი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ეგვიპტელი სკულპტორი ადამ ჰენეინი, რომელიც თავის ნამუშევრებში აერთიანებდა მოდერნისტულ აბსტრაქციას ფარაონის იკონოგრაფიასთან. ჰენეინი ითვლება ყველაზე გავლენიან არაბ ხელოვანად თავის თაობაში, რომლის შემოქმედების ფოკუსი, ძირითადად, იყო მუშათა კლასის მოქალაქეები და მათი ბუნებრივი გარემო. ის იყენებდა ტრადიციულ ეგვიპტურ მასალას, როგორებიცაა: ბრინჯაო, გრანიტი და პაპირუსი.

ჩიტი (2019)

ჩიტები ფრენის მომენტში მისი მთავარი მოტივია, რომელიც მეორდება მის გეომეტრიულ სკულპტურებში, რომელთა მასშტაბი მოიცავს როგორც ინტიმურს, ასევე მონუმენტურს. „მე გაღვიძებისას ფანჯარასთან მივირბენდი ხოლმე და დიდხანს ვუცქერდი ჩიტებს. ამას გადაჰყავხარ სხვა ადგილას, სხვა ენაში, სხვა სამყაროში.“

ადამიანი თევზით (2010)

ადამ ჰენეინი დაიბადა 1929 წელს კაიროში, მისი თქმით, ეგვიპტის სიძველეების მუზეუმში ვიზიტმა მასზე გადამწყვეტი შთაბეჭდილება მოახდინა: „უეცრად მე მქონდა ეს უცნაური განცდა, რომ ახალი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც შორს იყო სახელმძღვანელოებისგან, ფიზიკის და ქიმიის გაკვეთილებისგან და ოჯახთან ერთად საუზმისგან“.

კომენტარები

კომენტარი