საშემსრულებლო ხელოვნება

გალ გადოტის პერფორმანსი თვითკარანტინის დროს

თვითკარანტინის მეექვსე დღეს მსახიობმა გალ გადოტმა ინსტაგრამზე გააზიარა ძლიერი, უკვდავი გზავნილი სიმღერის ფორმით თავისი მეგობრების – A კატეგორიის ცნობილი სახეების დახმარებით.

„საოცარი ქალის“ ვარსკვლავმა გააზიარა  სამწუთიანი სიმღერა, კომპლიაცია, რომელშიც დაწყებული კრისტენ ვიგიდან მაია რუდოლფით დამთავრებული მღერიან ჯონ ლენონის უკვდავი სიმღერის -“Imagine”-ის თავიანთ საუკეთესო ვერსიებს.

„უნდა ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფილოსოფიურ განწყობაზე ვარ – არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ, ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ ამბავში“ – ამბობს გადოტი ვიდეოში, რომელმაც უკვე მოაგროვა დაახლოებით  3.5 მილიონი ნახვა.

„ამ ვიდეოში იყო რაღაც ისე ძლიერი და წმინდა“ – თქვა მან ცნობილი სიმღერის პირველი სიტყვების წარმოთქმამდე.

ჯეიმს მარსდენი, სარა სილვერმენი, ჯიმი ფელონი, ნატალი პორტმანი, ზოუ კრავიცი, სია, ემი ედამსი, მარკ რუფალო და სხვა მრავალი აგრძელებს სიმღერას თავიანთი სახლებიდან, აბაზანებიდან, ოფისებიდან და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი