ვიზუალური ხელოვნება

გაიგე რომელი ფერი ახდენს გავლენას შენზე? (ფერების ფსიქოლოგია)

ფერები ჩვენი სამყაროს და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რეალურად, მათ საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ ჩვენს ფსიქიკასა და ცხოვრებაზე, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ცნობიერად ვერც კი აღვიქვამთ.

თოთოეულ ფერს თავისი განსაკუთრებული ვიზუალური თუ ფსიქოლოგიური მახასიათებელი გააჩნია, რომელსაც თითოეული ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს, თუმცა არსებობს საერთო კანონზომიერებებიც, რომელსაც მეცნიერებიც იზიარებენ.

უამრავ ფერთა შორის განასხვავებენ 4 ძირითად ყველაზე მძლავრ ფსიქოლოგიურ ფერს,  ესენია: წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე. მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანთა გონებაზე, სხეულისა თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ყველაზე პოზიტიურ ფერად მწვანე მიიჩნევა, რომელსაც მეცნიერთა დაკვირვებით, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს  და ის ფსიქოთერაპიაში აქტიურად გამოიყენება.

დამამშვიდებელი ეფექტის თვალსაზრისით, მწვანეს ყვითელი ფერი მოსდევს, რომელიც ასევე ფსიქიკური სიჯანსაღისთვის საკმაოდ დადებითი მახასიათებლებითაა ცნობილი.

ლურჯ ფერს ხშირად ინტელექტუალურ ფერსაც განაკუთვნებენ. ლურჯ ფერს ხშირად ფსიქოთერაპიაში გაფანტულობისა და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემების მქონე ადამიანებთან მიმართებაში იყენებენ.

წითელი ფერი აქტიურობის, დინამიკურობისა და ენერგიის სიმბოლოდ მიიჩნევა. წითელი ფერი ყველაზე მარტივად და მეტად იპყრობს ყურადღებას. სწორედ ამიტომ, გამაფრთხილებელი ნიშნები უმეტესად სწორედ წითელი ფერით ინიშნება, რადგან ადამიანებს ის თვალთახედვის არეში მარტივად ხვდებათ.

კომენტარები

კომენტარი