ვიზუალური ხელოვნება

,,ბუნება არის ჩემი მასწავლებელი, სხვა – არავინ’’ – ანრი რუსო, მხატვარი, რომელსაც ფიროსმანს ადარებენ

ანრი რუსო 1844 წლის 21 მარტს ლავალში დაიბადა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა ნაივურ მხატვრებს შორის. ნაივურ მხატვრებში გულისხმობენ მათ, ვისაც ხატვა პროფესიონალი მასწავლებლისგან არასდროს უსწავლია, ასე ვთქვათ, თვითნასწავლია.

სკოლის დამთავრების შემდეგ ის ადვოკატად მუშაობდა და სამართლის სკოლის სტუდენტი იყო, მაგრამ მალევე სამხედრო სამსახურს მიჰყო ხელი. მან სამხედრო სამსახურში ოთხი წელი იმსახურა. მამამისის სიკვდილის შემდეგ 1868 წელს ის პარიზში გადავიდა და იქ განაგრძო მუშაობა.

სერიოზულად ხატვა მან მხოლოდ 49 წლის ასაკში დაიწყო. მიატოვა სამსახური და მთელი თავისი დრო მხატვრობას დაუთმო. 1886 წლიდან მისი ნახატების გამოფენები რეგულალურად ეწყობოდა.

,,Tiger in a tropical storm”

,,ვეფხვი ჩასაფრებულია, მისი გამოჩენა სიურპრიზი უნდა იყოს მსხვერპლისთვის. ეს ალფასა და ომეგას გამომხატველი ნახატია’’ – თქვა ანრის თანამედროვე ახალგაზრდა მხატვარმა ფელიქს ვალოტონმა.

1893 წელს ის მონტპარნასის სახელოსნოში გადადის, სადაც სიკვდილის ბოლომდე რჩება კიდეც. 1897 წელს ის მქნის თავის ყველაზე ცნობილ ნახატს.

,,The sleeping Gypsy”

1905 რუსო ხატავს ჯუნგლების სცენას, ,,The hungry Lion Throws itself on the Antelope’’, რომელიც ახალგზარდა ავანგარდი მხატვრის ანრი მატისის ნამუშვრრების გვერდით გამოიფინა. არ გამორიცხვანენ, რომ მოდერნისტული მიმდინარეობის, ფოვიზმის, შექმნაზე სწორედ ანრი რუსომ მოახდინა გავლენა.

პაბლო პიკასომ სახმატვრო სარბიელზე გამოჩენისთანავე შენიშნა ანრი რუსოს ნიჭი და მასთან შესახვედრად გაემართა. 1908 წელს პაბლო პიკასო ანრი როსასდმი მიძღვნილ ბანკეტს მართავს. ეს დღე მეოცე საუკუნის ხელოვნებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან აქ მხოლოდ მხატვრები არ იყვნენ, ყველა მნიშვნელოვანმა ხელოვანმა, იქნებოდა ეს, პოეტი, მწერალი, თეორეტიკოსი თუ კრიტიკოსი, ერთად მოიყარა თავი.

,,აქ არის ლურჯი პერიოდის გასული ღამეები… აქ არის ვარდისფრად აყვავილებული პერიოდი… აქ არის ,,Demoiselles d’avignon’’… აქ არიან პოეტები, რომლებმაც სერიოზული კრიტიკა გამოიარეს რავინიანის სკოლაში… აქ, ამ ჩრდილებიან კორიდორებში ცეცხლის ნამდვილი თაყვანისმცემლები ცხოვრობენ… აქ, ამ საღამოს 1908 წელს ანრი რუსოს განსადიდებლად პირველი და უკანასკნელი ბანკეტი იმართება.’’ – წარმოთქვა ფრანგმა მწერალმა ანდრე სალმონმა.

1893 წლის შემდეგ ის უკვე მხოლოდ პენსიით ირჩევნდა თავს და ხანდახან ქუჩაში ვიოლინოზეც უკრავდა. მან თავისი ბოლო ნახატი 1910 წლის მაისს გამოფინა. ანრი რუსოს მიერ გამოხატული სუბიექტები და ამ მხატვრის ხელის მოსმის მანერა ფიროსმანის ნახატებს მოგაგონებთ.

თავისი ბოლო ნახატის გამოფენისთანავე მას ანთებითი პროცესი დაეწყო ფეხზე, თუმცა ყურადღება არ მიაქცია, რის გამოც აგვისტოში მას უკვე განგრენა განუვითარდა. ოპერაციის შემდეგ ის თრომბით გარდაიცვალა. ის ხშირად ამბობდა ,,ბუნება არის ჩემი მასწავლებელი, სხვა არავინ’’. თავისი ნაივური მოხაზულობებით მან მხატვრობაში ახალი ეპოქა შექმნა.  

კომენტარები

კომენტარი