საშემსრულებლო ხელოვნება

ბრიუს სპრინგსტინმა Little Richard გაიხსენა

როკ მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა 9 მაისს 87 წლის ასაკში გარდაცვლილი Little Richard გაიხსენა თავის რადიოარხზე – SiriusXM.  „ეს არის ყველა დროის ყველაზე სუფთა როკენროლის ხმა. ის იყო როკენროლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა და მისი საუცხოო ვოკალური გენია“.

როკის ვარსკვლავმა ასევე თქვა: „მისი ხელოვნება სავსე იყო აბსურდულობით, სრული სერიოზულობით, დიდებული იუმორით და სექსით, სექსით, სექსით. ის არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, ვინც მსოფლიო კულტურის სახე შეცვალა. მან გადაკვეთა რასობრივი საზღვრები, მან გამოწვევის წინაშე დააყენა გენდერული ნორმები და მთლიანად დატკბა ცხოვრებით … მშვიდად განისვენე, რიჩარდ.“

რიჩარდ პენიმენი დაასაფლავეს ალაბამას შტატში – ჰანტსვილში, მეშვიდე დღის ადვენტისტების ოუკვუდის უნივერსიტეტის სასაფლაოზე, სადაც შეიკრიბნენ მისი უნივერსიტეტელი ნაცნობები და მეგობრები და გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი