კინო საშემსრულებლო ხელოვნება

“იყავი წყალი” – ახალი ფილმი ბრიუს ლის შესახებ

ESPN-ის (გართობისა და სპორტის პროგრამების ქსელის) ახალი დოკუმენტური ფილმი – „იყავი წყალი“ ეძღვნება აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებისა და კინოს ლეგენდარული ვარსკვლავის – ბრიუს ლის ცხოვრებას და მოგონებებს მასზე.

ფილმი ბრიუს ლის გარდაცვალებიდან დაახლოებით 50 წლისთავზე გამოდის და მასში Wu-Tang Clan-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი – რეპერი RZA ასრულებს ნამუშევარს სახელწოდებით: „იყავი წყალივით“, რომელიც ბრიუს ლის ერთ-ერთ ინტერვიუს ეფუძნება.

„უკიდურესი ბრძოლის ჩემპიონატის“ ხელმძღვანელი დანა უაიტი აცხადებს ფილმში: „მისი ფილოსოფია მაშინ იყო ის, რომ არც ერთი სტილი არაა საუკეთესო. ცოტ-ცოტა ყველაფრიდან უნდა აიღო, რათა გახდე სრულყოფილი მებრძოლი და ეს ნამდვილად არ დამტკიცებულა, სანამ 1993 წელს პირველი „უკიდურესი ბრძოლის ჩემპიონატი“ არ ჩატარდა.

დანა უაიტი აგრძელებს: “ბრიუს ლი საუბრობდა ამის შესახებ ’60-იანებსა თუ ადრეულ ‘70-იანებში. იგი დიდად უსწრებდა დროს. ყველა მისი ფილოსოფია და ყველაფერი, რასაც იგი ამბობდა – აბსოლუტურად სწორი იყო, უბრალოდ მათი დამტკიცება არ მოხდა, სანამ იგი არ გარდაიცვალა“.

ბრიუს ლის ინტერვიუზე დაფუძნებული მუსიკალური ნაწარმოები “იყავი წყალივით მეგობარო” მუსიკოსმა და რეჟისორმა Melodysheep-მაც შექმნა წლების წინ.

კომენტარები

კომენტარი