კინო

ბრიუსელში ქართულ ფილმებს აჩვენებენ

17-23 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.-ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმების ჩვენება ფესტივალის BRIDGES. EAST OF WEST FEST ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

18 იანვარი, 19:00 საათი – “როცა დედამიწა მსუბუქია”
19 იანვარი, 21:30 საათი – “საშიში დედა”
20 იანვარი, 21:30 საათი – “მძევლები”
21 იანვარი, 11:00 საათი – “ცისფერი მთები”
21 იანვარი, 20:00 საათი – “დედე”

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ქართული ფილმების ავტორებთან დამსწრე საზოგადოება კითხვა – პასუხის (ე.წ. Q&A ) ფორმატში შეძლებს გასაუბრებას.

საქართველოს გარდა ფესტივალზე BRIDGES. EAST OF WEST FEST მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.

ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.

ფესტივალზე კინოცენტრს წარმოადგენენ – საქართველოს წარმომადგენელი “ევრიმაჟში” თამარ ტატიშვილი და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – ლევან ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი