საშემსრულებლო ხელოვნება

ბრიტნი სპირსის თინეიჯერული სიმღერა საუკეთესო დებიუტად დასახელდა

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც 38 წლის ბრიტნი სპირსმა საზეიმოდ აღნიშნა თავისი რეკორდული ალბომის „Oops!…I Did It Again“ 20 წლისთავი, Rolling Stone-მა გამოაქვეყნა სარეიტინგო სია – „ყველა დროის 100 უდიდესი სადებიუტო სიმღერა“, რომელშიც ბრიტნი სპირსი იკავებს პირველ ადგილს თავისი სიმღერით ‘…Baby One More Time’ (…პატარავ, კიდევ ერთხელ“).  

სიმღერა ‘…Baby One More Time’, რომელიც გამოვიდა 1999 წელს, როცა ბრიტნი სპირსი მხოლოდ 16 წლის იყო, 32 კვირის განმავლობაში ლიდერობდა ჩარტებში. იგი მეხუთე ყველაზე გაყიდვადი სიმღერაა, რომელიც ქალმა ხელოვანმა შეასრულა.

„მე ვიცოდი, რომ ეს დიდებული სიმღერა იყო. ის იყო განსხვავებული და მე მიყვარდა, [მაგრამ] მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია წინასწარ მიხვდე, როგორ აღიქვამენ სიმღერა“ – აცხადებდა 2018 წელს მომღერალი, რომლის სადებიუტო სიმღერის კლიპმა სკოლის მოსწავლე გოგონას ჩაცმულობის რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი.  

კომენტარები

კომენტარი