ვიზუალური ხელოვნება

ბრიტანელმა დილერმა მანტუაში გამოფენილ რუსულ ავანგარდულ ნახატებს ყალბი უწოდა, შემდეგ კი სასამართლო დავა მოიგო

 ჯეიმს ბათერვიკი, ბრიტანელი დილერი და რუსული ავანგარდული ხელოვნების სპეციალისტი, მილანის ტრიბუნალმა უდანაშაულოდ სცნო. ჯეიმს ბათერვიკმა 2014 წელს განაცხადა, რომ მანტუაში გამართულ გამოფენაზე გამოტანილი რუსული ავანგარდული ნახატები ყალბი იყო.

მან თქვა, რომ 37 მხატვრის მიერ შესრულებული, აქამდე უცნობი 61 ნახატი ყალბია. ხელოვანებს შორის დასახელებულები იყვნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც არიან ნატალია გონჩაროვა, მიხაილ ლარიონოვი, ელ ლისიცკი, ალექსანდრ როდჩენკო და ვარვარა სტეფანოვა.

მოსამართლემ თქვა, რომ ჯეიმს ბათერვიკის მოსაზრება მის გამოცდილებასა და კომპეტენციაზე იყო დაფუძნებული, რომელიც, არც შეურაცხმყოფელი და არც უსაფუძვლო არ ყოფილა, ამიტომ გამოფენის მესვეურების სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

‘Petrokomuna’, “Avangardie Russe dal Cubofuturismo al Suprematismo”, held in Mantua 2013-14.

,,ჯეიმს ბათერვიკმა აღსანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. იტალიის სასამართლომ ცხადად თქვა, რომ ექსპერტებს თავისუფლად შეუძლიათ თავისი აზრის გამოთქმა.’’ -თქვა რუსული მოდერნიზმის სპეციალისტმა კონსტანტინ აკინშამ.

საგულისხმოა, რომ რუსული ავანგარდული ხელოვნების ყალბი ნამუშევრები სხვა გამოფენებზეც შეუნიშნავთ. 2018 წელს 24 ყალბი ნამუშევრის გამო მანტუაში კიდევ ერთი გამოფენა დახურეს. ,,ჩვენ გრძელი პროცესის თანამონაწილენი ვართ. გაყალბება გრძელდება და ბაზარი, ყოველდღიურად, უფრო და უფრო უარესი ხდება’’ – ამბობს ბათერვიკი.

კომენტარები

კომენტარი