ვიზუალური ხელოვნება

ბრიტანეთის გალერეაში Lego-თი აწყობილი ნამუშევრების უდიდესი გამოფენა გაიხსნა

ბრიტანეთში, ჰარლის გალერეაში მასშტაბური ექსპოზიცია, სახელწოდებით “Brick by Brick” გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ცნობილი კონსტრუქტორის, Lego-ს ფიგურებითაა შესაძლებელი.

გამოფენის კურატორებმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 18 მხატვარი მოიწვიეს და ყველა მათგანს ერთი დავალება მისცეს: Lego-ს ფერადი დეტალებით შეექმნათ კრეატიული ინსტალაციები და სკულპტურები. გამოფენა გვიჩვენებს, როგორ განსახიერდება შემოქმედთა იდეები იმ მარტივი მასალით, რომელიც ყველასთვის ბავშვობასთან ასოცირდება.

რამდენიმე მხატვარმა გადაწყვიტა, ცნობილი სახეების სკულპტურები შეექმნა. მაგალითად, დიზაინერმა დევიდ ჰიუზმა სტენლი კუბრიკის ცნობილი ფილმის “მექანიკური ფორთოხალი” გმირის, ალექსის სკულპტურა წარადგინა. კოლექტივმა კი სახელწოდებით “Eat My Bricks” გადაწყვიტა, ნამუშევრისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა და Lego-ს ფიგურებით გვაჩვენა, როგორ ანადგურებს პრეზიდენტი ტრამპი თავისუფლების ქანდაკებას.

This work by art collective Eat My Bricks is titled American Nightmare
A Clockwork Orange
Lego popcorn
David Turner Brick Gun
Ekow Nimako, To feed the village the young must grow

კომენტარები

კომენტარი