ვიზუალური ხელოვნება

ბრისტოლში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ლამაზი კედლის ნახატი გამოჩნდა

ბრისტოლში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით კედელზე ახალი ნახატი გამოჩნდა. გოგონას შურდული ცისკენ აქვს მიმართული, ხოლო მისი ნასროლი წითელ ყვავილებად არის გადამსკდარი კედლის თავზე.

ნახატს უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სახლის მაცხოვრებლები კი ზრუნავენ, რომ ის დიდხანს შემორჩეს კედელს.

,,ნახატი ღამით გამოჩნდა კედელზე. ძალიან გაგვიხარდა. დღეს მამაჩემის დაბადების დღეა და მისთვის ეს მშვენიერი საჩუქარია.’’ – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

არავინ იცის ზუსტად ვინ არის ამ ნახატის ავტორი, თუმცა ფიქრობენ, რომ ის ბენქსიმ შეასრულა. ბენქსი უცნობი ხელოვანის ფსევდონიმია, რომელიც სტრიტარტით არის დაკავებული. მისი ნამუშევრები ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე მწვავე კომენტარებთ გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი