კინო

ბრედ პიტმა თავისი ყველაზე რთულად შესასრულებელი როლი დაასახელა

ჰოლივუდის მსახიობმა, ბრედ პიტმა თავისი როლებიდან ყველაზე რთულად შესასრულებელი პერსონაჟი გამოარჩია. ეს გახლავთ რეჟისორ ჯეიმს გრეის ფილმი – “ვარსკვლავებთან”, რომლის პრემიერაც, ახლახან, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. ფილმში ბრედ პიტმა არა მხოლოდ მთავარი როლი შეასრულა, არამედ მისი პროდიუსერიც იყო.

“ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული სამუშაო” – განაცხადა მსახიობმა.

ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელშიც ბრედ პიტი აუტისტი მექანიკოსის როლს ასრულებს. ის კოსმოსში დაკარგული მამის საძებნელად და მის შესახებ სიმართლის დასადგენად მიდის. ამ გზაზე კი, მსახიობის თქმით, მისი გმირი მთელ თავის შინაგან სამყაროს აცნობიერებს და სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი