საშემსრულებლო ხელოვნება

ბობ დილანმა Eagles-ის და Rolling Stones-ის რჩეული სიმღერები დაასახელა

ბობ დილანი პრესასთან იშვიათად საუბრობს, თუმცა მისი მომავალი ალბომი მომდევნო კვირაში გამოდის, შესაბამისად, მომღერალი დათანხმდა ინტერვიუზე  The New York Times-ის კორესპონდენტს – დუგლას ბრინკლის. ფაქტობრივად, გამოქვეყნებული ინტერვიუ წარმოადგენს ამონარიდებს ორი საუბრიდან: პირველი შედგა აპრილში, მეორე კი რამდენიმე კვირის წინ.

ალბომში შესული კომპოზიციებიდან დილანმა უკვე გამოაქვეყნა სამი, მათგან ორში – “Murder Most Foul” და “I Contain Multitudes” იგი ახსენებს როკ-ჯგუფებს – Eagles-ს და Rolling Stones-ს, შესაბამისად, დუგლას ბრინკლიმ დაუსვა კითხვა, რომელია მისი რჩეული კომპოზიციები ამ ჯგუფების რეპერტუარიდან.

სტოუნზთან დაკავშირებით დილანმა უპასუხა: „ალბათ ‘Angie’, ‘Ventilator Blues’ და კიდევ რომელი? ოჰ, იე, ‘Wild Horses’.“, ხოლო რაც შეეხება Eagles-ს, მან დაასახელა “New Kid in Town” და “Life in the Fast Lane”, ასევე დასძინა, რომ ჯოუ უოლშის “Pretty Maids All in a Row”  შესაძლოა, ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რაც ოდესმე არსებულა.

კომენტარები

კომენტარი