საშემსრულებლო ხელოვნება

ბობ დილანმა მომავალი ალბომის კომპოზიციების სია გამოაქვეყნა

ბობ დილანმა გამოაქვეყნა იმ კომპოზიციების სია, რომელიც შევა მის მომავალ სტუდიურ ალბომში – Rough and Rowdy Ways (უხეში და ხმაურიანი გზები). 10 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი გამოვა 19 ივნისს  Columbia-ს მეშვეობით და მასში შევა ახლახანს გამოქვეყნებული სიმღერები:  “Murder Most Foul” , “False Prophet” და “I Contain Multitudes” .

ნობელის პრემიის ლაურეატმა მომღერალმა ბოლო ალბომი, სადაც ორიგინალური მასალაა შესული, 2012 წელს გამოუშვა სახელწოდებით Tempest (ქარიშხალი), ხოლო 2017 წელს გამოუშვა ნაკრები – Triplicate (სამმაგი). ახალ ალბომში შევა სიმღერები:

01 I Contain Multitudes

02 False Prophet

03 My Own Version of You

04 I’ve Made Up My Mind to Give Myself to You

05 Black Rider

06 Goodbye Jimmy Reed

07 Mother of Muses

08 Crossing the Rubicon

09 Key West

10 Murder Most Foul

კომენტარები

კომენტარი