საშემსრულებლო ხელოვნება

ბიორკმა ქართველ ერს მადლობა ქართულად გადაუხადა

“დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის”- ლეგენდარულმა ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა SOU festival-ის წარმომადგენლებსა და ქართველ მსმენელს მადლობა ინსტაგრამზე ქართული ტექსტით გადაუხადა. 

მუსიკოსმა ტექსტი სოციალურ ქსელში კონცერტზე გადაღებული ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა.

როგორც SOU festival-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისლანდიელი მუსიკოსი დაინტერესებულია ქართული მუსიკითა და კულტურით, შესაბამისად, კონცერტის გარდა, დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კახეთში, იმერეთში, სვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში ბიორკის მოგზაურობა. ა

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიორკი ქართველი მსმენელის წინაშე ქართველი ფოტოგრაფისა და დიზაინერის – ირმა შარიქაძის ბრენდის თმის აქსესუარით წარდგა.

 

კომენტარები

კომენტარი