საშემსრულებლო ხელოვნება

ბიორკი თბილისშია

ლეგენდარული ისლანდიელი მომღერალი ბიორკი დღეს დილით საქართველოში ჩამოფრინდა. მას თან ახლავს 12 კაციანი ჯგუფი, რომელსაც დღეს კონცერტის დირიჟორი ბიარნი ფრიმან ბარნასონიც შეუერთდება.

მომღერალი მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე კუთხეს ესტუმრება.

ისლანდიელი თბილისში ორ კონცერტს გამართავს. ოპერის თეატრში გასამართ კონცერტზე ბილეთები სრულად უკვე გაყიდულია. ღონისძიებაზე მაყურებელი 25 ქვეყნიდან ჩამოვა. ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი. ბიორკი მაყურებლის წინაშე 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 ნოემბერს კი ოპერისა და ბალეტის თეატრში წარსდგება. მომღერალი შეასრულებს ცნობილ კომპოზიციებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის  მუსიკალური გაფორმების თანხლებით.

კომენტარები

კომენტარი