კინო საშემსრულებლო ხელოვნება

ბილი აილიშმა ,,ჯეიმს ბონდის” საუნდრეკი Youtube-ზე განათავსა

,,გრემის’’ ექვსგზის გამარჯვებულმა 18 წლის ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის ,,No Time To Die’’-ს საუნდტრეკის ჩანაწერი გაავრცელა. ჯეიმს ბონდზე უკვე 50 წელია, რაც ფილმებს იღებენ, ბილი აილიში კი ყველაზე ახალგაზრდა მომღერალია, რომელმაც მისთვის სიმღერა შეასრულა.

,,ჯეიმს ბონდის” თითოეულ ნაწილს თავისი უნიკალური, თემატური სიმღერა აქვს, რომელიც, ძირითადად, ფილმში აღწერილ პერიოდს შეესაბამება. ჯეიმს ბონდის სხვადასხვა ნაწილისთვის სიმღერა ტომ ჯონსს, ლუი არმსტრონგს, პოლ მაკარტნის, ქარლი სიმონს, სემ სმიტსა და ადელს შეუსრულებიათ. სიმღერა ფილმის მთლიან ხასიათს გამოხატავს, ამიტომ ხმა, ტემბრი და მელოდია ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სიმღერას ფილმის სახელი ,,No Time To Die’’ ჰქვია და ორკესტრის დახმარებით არის შესრულებული. Youtube-ზე მისი განთავსების შემდეგ რამდნეიმე წუთში მან 250 ათასი ნახვა მოაგროვა. ფილმის რეჟისორმა ქერი ფუკუნაგამ განაცხადა: ,,ჯეიმს ბონდისთვის მხოლოდ რჩეულები მღერიან. მე ბილის და ფინესის დიდი ფანი ვარ. ისინი კრეატიულები და ნიჭირები არიან, მათ სრულიად ახალი პერსპექტივა აქვთ, მათი ვოკალი თაობებს ექოდ გაჰყვება.’’

,,დაუჯერებელია, რომ ამის ნაწილი ვარ. ფილმისთვის სიმღერის შესრულება, თან ისეთი ფილმისთვის, როგორიც ,,ჯეიმს ბონდია’’ დიდი პატივია ჩემთვის. ჯერ კიდევ შოკში ვარ’’ – თქვა ბილი აილიშმა.

ეს ფილმი ჯეიმს ბონდის ბოლო ისტორიაა. ფანები ფიქრობენ, რომ ამ ნაწილში მას მოკლავენ, მაგრამ ეს უბრალოდ ფანების თეორიაა. ფლმი 10 აპრილს გამოვა და ერთად ვნახავთ, როგორ დასრულდება ჯეიმს ბონდის ამბავი.

კომენტარები

კომენტარი