ვიზუალური ხელოვნება

ბზარები ძველ ნახატებზე – გამძლეობის გარანტია

მე-16 საუკუნემდე ნახატების უმრავლესობა  ხის დაფაზე სრულდებოდა. ზეთით შესრულებული ნახატების დაბზარული ზედაპირი ხის დაფაზე უფრო გამძლეა ჰაერში ტენიანობის ცვალებადობის მიმართ, ვიდრე სხვა კანვასები.

ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა, მაგალითად დახატულია ალვის ხის დაფაზე და აქვს ძალიან დაბზარული ზედაპირი, რომელიც ხელოვნების რესტავრაციის სპეციალური ტერმინოლოგიით ცნობილია როგორც კრაკელური.

გუნდმა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, სტრასბურგის და იელის უნივერსიტეტებიდან გამოიკვლიეს ხსენებული ბზარები. ე.წ. გესო არის ცხოველური წებოს და თეთრი პიგმენტის ნარევი, რომელიც იბზარება როდესაც ხის მასალა ფართოვდება გაზრდილი ტენიანობის შედეგად ან როდესც იგი იკუმშება სიმშრალის გამო.

მკვლევარებმა მოამზადეს ხის დაფები და შეაერთეს ისინი გესოს მეშვეობით ტრადიციული რეცეპტის მიხედვით. ნიმუშები შეინახეს 25 გრადუსზე და 30, 50, 75 და 90 პროცენტი ფარდობითი ტენიანობის პირობებში ორი კვირის განმავლობაში, სანამ შეამოწმებდნენ ბზარების მიმართ გამძლეობაზე.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ბზარების რაოდენობა ნამუშევრის სტაბილურობას ზრდის, რადგან იგი საშუალებას აძლევს გესოს ფენას გაფართოვდეს ან შეიკუმშოს. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა მუზეუმებს მისცემს საშუალებას განავითარონ „კლიმატის კონტროლის საშუალო დანახარჯებიანი სტრატეგიები“ ხის დაფიანი ნახატებისთვის, რაც ნიშნავს ელექტროენერგიის დაზოგვას ამ დაწესებულებებში.

კომენტარები

კომენტარი