კინო

ბერლინში ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის “ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში “პანორამა” გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, მთავარ როლებს კი ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

ყაჯრიშვილის ახალი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 2018 წელს გამოვა.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდებდა.

შეგახსენებთ, რომ თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი “ჰორიზონტი” დრამაა, სადაც მგზავრები კუნძულისკენ მიემართებიან, რომელზეც დავიწყებული საზოგადოება ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი