კინო

ბერლინალეზე ქართული ანიმაციური ფილმი “ომის იავნანა” მოხვდა

ბერლინალე  მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია. ის წელს 7-17 თებერვალს გაიმართება. ფესტივალზე ქართული ანიმაციური ფილმი “ომის იავნანა” მოხვდა, რომელიც იანა უგრეხელიძემ შექმნა. ის დააჯილდოეს, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი სიუდად-რეალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.

ანიმაციაში ასახულია აფხაზეთის ომის მომსწრე ოთხი ბავშვის ისტორია, რომლებიც ტოვებენ მშობლიურ ქალაქს – ოთხი შესაძლო გზა, რომლითაც სოხუმის ადგილობრივი მცხოვრებლები, აფხაზი „ბოევიკების“ მიერ დევნილები, ხანძრით მოცული ქალაქიდან აღწევდნენ თავს: ბოლო გემით, ბოლო თვითმფრინავით, ბოლო მატარებლით და ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებით თავის დაღწევა ვერ მოასწრო მოუწია გზის გავლა ფეხით სვანეთის თოვლით დაფარული მთებით.

ბერლინალე წელს 7-17 თებერვალს გაიმართება. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი