ვიზუალური ხელოვნება

ბენქსის მოპარული ნაწარმოები იტალიის პოლიციამ იპოვა

ცენტრალურ იტალიაში პოლიციამ აღმოაჩინა ბენქსის ნაწარმოები, რომელიც გასულ წელს პარიზის ბატაკლანის თეატრიდან მოიპარეს. ეს ის თეატრია, სადაც 2015 წლის ნოემბერში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა. იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ მოპარული ნამუშევარი აღმოაჩინეს ადრიატიკის ზღვის სანაპიროსთან მდებარე სახლის სხვენში. სახლში ჩინელები ცხოვრობენ, თუმცა პოლიცია ფიქრობს, რომ მათ არ იცოდნენ ნაწარმოების შესახებ.

2018 წლის ივნისში შესრულებული ბენქსის ნახატი ასახავს დამწუხრებულ ჩადრიან ქალს თეატრის ერთ-ერთი ავარიული გასასვლელის კარზე. ნახატი ეძღვნებოდა 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტს. იმ ღამით 130 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 90 ესწრებოდა კონცერტს ბატაკლანის თეატრში, როცა ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა.

2019 წლის იანვარში კი კარი, რომელზეც ნახატი იყო შესრულებული, ქურდებმა მოიპარეს. ეს იყო ერთ-ერთი ბენქსის იმ რამდენიმე ნაწარმოებიდან, რომლებიც მოიპარეს მას შემდეგ, რაც 2018 წელს ხელოვანმა 1968 წლის მაისის სტუდენტური გამოსვლების 50 წლისთავის აღსანიშნავი ნახატების შექმნა დაიწყო პარიზის ქუჩებში.

კომენტარები

კომენტარი