ვიზუალური ხელოვნება

ბენქსის ინიციატივა ჩამოგდებულ ძეგლთან დაკავშირებით

პოლიციის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფარგლებში დემონსტრანტები ევროპასა და ამერიკაში ამხობენ და აზიანებენ იმ ისტორიული ფიგურების ძეგლებს, რომელთაც რასიზმსა და მონებით ვაჭრობასთან აქვთ კავშირი.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში მონებით მოვაჭრე ედუარდ კოლსტონის ძეგლის წყალში გადაგდების შემდეგ, ზოგიერთმას ამ დრამატულა აქტს „ბრბოს კანონი“ და ისტორიული ვანდალიზმი უწოდა. სავარაუდოდ ბრისტოლის მკვიდრი სკანდალური და ინკოგნიტო ხელოვანი – ქუჩის მხატვარი ბენქსი გამოდის „კომპრომისული“ ინიციატივით: აღმართონ თავად საპროტესტო აქტის ამსახველი სკულპტურა:

„ამოვათრიოთ წყლიდან ის, დავდგათ ისევ ცოკოლზე, მივაბათ კაბელი კისერზე და დავუკვეთოთ მისი ჩამოგდების პროცესში მყოფი საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილის რეალური ზომის სკულპტურები. ყველა ბედნიერია. ცნობილი დღე მოგონებად რჩება.“ – წერს ხელოვანი ინსტაგრამზე და თან აქვეყნებს ნახატს, როგორც ერთგვარ ესკიზს.

კომენტარები

კომენტარი