ვიზუალური ხელოვნება

ბაღი, როგორც ხელოვანის შთაგონება

მაქს ლიბერმანი “ხელოვანის შვილიშვილი და მისი გუვერნანტი ვანსეეს ბაღში” (1923)

გამოვიდა წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ხელოვანების ინტერესზე ბაღების მიმართ. წიგნი წარმოგვიდგენს საინტერესო მიდგომას ბაღების თემის და მათ შესახებ მოგონებების მიმართ. მასში წარმოდგენილია 20 ბაღი, რომელიც ასოცირებულია ხელოვანთან ან აკავშირებს მებაღეობას ხელოვნებასთან.

მაქს ლიბერმანი ვანსეეს ბაღში (1922)

ზოგიერთი დაკავშირება უფრო ზუსტია, ვიდრე სხვა. მაგალითად, რუბენსის და მისი ბაღების შემთხვევა შედარებით რთულია, მაშინ, როცა კლოდ მონეს ბაღი ჟივერნიში მეტი სიზუსტით უკავშირდება მის შემოქმედებას.

რუბენსის სახლი და ბაღი ანტვერპენში და ნახატი “სიყვარულის ბაღი” (1630-1635)

წიგნის მთავარი თემა არის ხელოვანების სიყვარული ბაღებისადმი და მებაღეობისადმი, იმის მიუხედავად ჰქონდა ამას უშუალო კავშირი მათ ხელოვნებასთან, თუ არა. ქვესათაური „საიდუმლო ადგილები, რომლებმაც შთააგონეს დიდი ხელოვნება“ სწორედ ამ ასპექტს უსვამს ხაზს: წიგნი არ ეხება ბაღის და ხელოვნების პირდაპირ კორელაციას, არამედ „საიდუმლო ადგილს“, ანუ ქვეცნობიერ, თითქმის მიუწვდომელ ნერვულ კავშირს მიწიერ სივრცესთან, რომელიც ის ადგილია, სადაც სახელოვნებო იდეა იბადება.

კლოდ მონეს ბაღი ჟივერნიში და ნახატი “წყლის შროშანების გუბე” (1899)

კომენტარები

კომენტარი