კინო

ბარი გიბის როლს დოკუმენტურ ფილმში ბრედლი კუპერი შეასრულებს

,,Boheiam Rhapsody’’-ს პროდიუსერი გრაჰამ კინგი ბიოგრაფიული ჟანრის ფილმს ამჯერად ,,ბი ჯიზზე’’ გადაიღებს. პროექტი ჯერ-ჯერობით განვითარების საწყის ეტაპზეა.

ძმები გიბები მანჩესტერში დაიბადნენ. ბარი გიბი წამყვანი ვოკალისტი იყო, რობინ გიბიც, ასევე – ვოკალისტი, ხოლო მორის გიბი კლავიშებიან საკრავებზე და გიტარაზე უკრავდა. მათი კარიერული აღმასვლა მაშინ დაიწყო, როდესაც ,,ბითლზების’’ პროდიუსერმა რობერტ სტიგვუდმა მოისმინა მათი სიმღერა.

ჯგუფი ,,ბი ჯიზი’’ 1950-იან წლებში ჯერ ავსტრალიაში, შემდეგ კი ბრიტანეთში მოღვაწეობდა.

ისინი 2003 წლამდე აგრძელებნდნენ მოღვაწეობას, სწორედ ამ წელს გარდაიცვალა მორის გიბი. 2012 წელს გარდაიცვალა რობინ გიბი, ხოლო ბარი გიბი, რომლის როლსაც ბრედლი კუპერი შეასრულებს, ისევ ცოცხალია.

ცნობილია, რომ ამ ფილმის სცენარსაც ,,Boheiam Rhapsody’’-ის სცენარისტი ენტონი მაკკარტენი დაწერს, რომელიც სცენარზე ბარი გიბთან ერთად იმუშავებს. ჯერ უცნობია, როდის გამოჩნდება ფილმი კინოთეატრებში.

კომენტარები

კომენტარი