საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “Batumi Music Fest” დაიწყო

2 სექტემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი “Batumi Music Fest დაიწყო”. ტრადიციისამებრ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე Batumi Music Fest- ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გახსნა.

ქართველ პიანისტთან ერთად, სცენაზე გამოვიდა ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ჩაუშიანი. ორკესტრს დავით მუქერია უწევდა დირიჟორობას.

საღამოზე აჟღერდა რიჰარდ ვაგნერის ოპერა „რიენცის“ უვერტიურა, სენ-სანსის კონცერტი ვიოლონჩელოსა და ორკესტრისთვის და ბეთჰოვენის №1 საფორტეპიანო კონცერტი.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest, რომელიც ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება, სცენაზე შეკრებს როგორც ცნობილ მუსიკოსებს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავებს.

რიგით მეხუთე საიუბილეო ფესტივალი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი პიანისტი და “იუნესკოს არტისტი მშვიდობისთვის” ელისო ბოლქვაძე, იუნესკოს პატრონაჟით ტარდება — ეს საქართველოს ფესტივალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი