შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბათუმში ივნისის ბოლოს ავიაშოუ მოეწყობა

ბათუმში ივნისის ბოლოს ავიაშოუ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი საჰაერო ხომალდი 30 წუთიან სანახაობას მოაწყობს.

ავიაშოუ „Fly Fest Georgia“-სთვის აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 ათასი ლარი დაიხარჯება. შოუს ლიტვური კომპანია გამართავს. ღონისძიების სრული ბიუჯეტი 80 ათასი ევროა და ის ნატახტარსა და ბათუმში გაიმართება.

ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები და საავიაციო გუნდის წარმომადგენლები  საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. შოუს დასრულების შემდეგ კი 26 ივნისს, ბათუმის აეროპორტიდან გაემგზავრებიან.

ავიაშოუ ბათუმში წელს პირველად გაიმართება და მისი ჩატარება მომდევნო წლებშიც იგეგმება. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული სანახაობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე დადებითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი