კულტურა

ბავარიაში ქართული ქვევრის ღვინის დაყენება დაიწყეს

ბავარიის მებაღეობისა და ღვინის კულტურების ეროვნული სააგენტოს დახმარებით ვიტშოჰეიმში ქართული, უძველესი წესით ქვევრის ღვინის დაყენება დაიწყეს. მიწაში უკვე მეორე დიდ ქვევრს დებენ, რომელშიც სილვანერის ჯიშის თეთრ ყურძენს დაწურავენ.

ქვევრები დაახლოებით 250 კილოგრამს იწონის, სიმაღლეში 1.80 მეტრია და თითოეული 1000 ლიტრ ღვინოს იტევს. ღვინის კულტურების დარგში საქართველოსთან თანამშრომლობა გასულ შემოდგომაზე დაიწყო და ბავარიაში  ქვევრის ღვინის დაყენება სწორედ ამის შედეგია.

წყარო: www.agrarheute.com

კომენტარები

კომენტარი