შემოქმედებითი ინდუსტრიები

ახალი სუნთქვა მიტოვებულ ფაბრიკას და მულტიფუნქციური არტ-სივრცე თბილისში

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ძველ უბანში, ნინოშვილის ქუჩაზე, საბჭოთა დროინდელი ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა დღეს ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ ეპიცენტრს წარმოადგენს. გასული წლის შემოდგომაზე ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე გახსნილმა ახალმა მრავალფუნქციურმა არტ-სივრცემ დიდი მოწონება და დაინტერესება  მალევე დაიმსახურა.

ფაბრიკის ტერიტორიაზე შესვლისთანავე თვალშისაცემია, რომ ტერიტორია რამდენიმე ფუნქციურ ზონადაა დაყოფილი, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს იქაურობას. ფაბრიკის მთავარი „გული“ მისი დიდი ეზოა, რომელიც სხვადასხვა გამოფენებს, ღონისძიებებს, საინტერესერო შემეცნებით და კულტურულ ღონიძიებებს მუდმივად მასპინძლობს. ეზო 24 საათი ღიაა და აქ შემოსულ ადამიანს ფაბრიკის კედლებზე ასახული მრავალფეროვანი გრაფიტ-ნამუშევრების დათვალიერებაც შესაბამისად ყოველთვის შეუძლია.

“არტნიუსი”  ფაბრიკის მარკეტინგის მენეჯერს – მარიკა კვირკველიძეს ესაუბრა, რომელმაც ახალი არტ-სივრცის კონცეფცია და მუშაობის პრინციპი განმარტა.

“ფაბრიკა პირველ რიგში არის  საერთო სივრცე , სადაც შემოქმედებით და ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს ხედვები, მიზნები და სამომავლო კოლაბორაციას საფუძველი აქვე ჩაუყარონ. ამისთვის აქ ცალკე  სპეცალური საერთო სამუშაო სივრცეა  –  ე.წ co-working space Impact Hub,  სადაც უამრვი აზრის, იდეის,  ხედვის გაზიარება ხდება და სამომავლო პროექტების განხორციელებისთვის ნიადაგიც მზადდება. აქ  პროდუქტიული მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სივრცეს საკუთარი სამზარეულოც კი გააჩნია, რათა  მისმა წევრებმა თავი ბოლომდე კომფორტულად იგრძნონ და შეუფერხებლად აკეთონ საკუთარი საქმე. ამის კარგი მაგალითია ცოტახნის წინ ჩატარებული SOCIAL IMPACT AWORD, რომელსაც საფუძველი სწორედ აქ ჩაეყარა და  სოციალური საწარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია რომ ფაბრიკის co-working სივრცე   მუდმივი წევრებისთვის 24 საათი ღიაა”,- განუცხადა “არტნიუსს” მარიკა კვირკველიძემ.

ფაბრიკის  ეზოს ირგვლივ წრიულად განთავსებულია არაერთი კაფე-ბარი და მაღაზია-სახელოსნო, რომლებიც  საინტერესო და ორიგინალურ პროდუქციას სთავაზობენ მისულ სტუმრებს. იქ წარმოდგენილია ყველაფერი:  დაწყებული მრავალფეროვანი მცენარეებით, დამთავრებული სკეიტ-აღჭურვილობითა და გრაფიტ-მასალებით.

იქვეა „ფუნდუკი“, რომელიც ხის მობილურ ავეჯსა და სუვენირებს ამზადებს. “ფუნდუკის”  ავეჯი ლეგოს ტიპისაა და იშლება. არ აქვს წებო, ლურსმანი და მზადდება ხელით. დაშლილი ავეჯის გადატანა კი სურვილისამებრ სპეციალური ჩანთით მოსახერხებელია. “არტნიუსი” დაინტერესდა, თუ რა პრინციპით შეარჩიეს  მაღაზია-სახელოსნოები  ფაბრიკის ტეტიროიაზე განსათავსებლად.

“მსურველი იმდენად  ბევრი იყო, რომ ფაბრიკის მენეჯმენტმა  თითოელული  მათგანი ძალიან ფრთხილად და ბევრი ფიქრის შედეგად ჩეარჩია. მთავარი პრინციპი კი ფაბრიკისა და ამ წამოწყებების კონცეფციებს შორის შესაბამისობა და თანხვედრა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაბრიკა თავის ტენანტებს საკმაოდ დაბალ საიჯარო გადასახადს სთავაზობს, რაც დამატებითი მოტივაციაა რომ ახალ  მცირე ბიზნეს-წამოწყებებს  ფინანსური ბარიერის გამო უარის თქმა არ მოსწეოდათ ფაბრიკაში საქმიანობის დასაწყებად და  და ამავდორულად ერთგვარი მხარდაჭერა ყოფილიყო მათი განვითარეებისთვის”,- აცხადებს ფაბრიკის მარკეტინგის მენეჯერი.

არტ-სივრცე დაინტერესებულ პირებს  საკონფრენეციო დარბაზებსაც სთავაზობს. ფაბრიკაში მისულ სტუმრებს   ველოსიპედებისა და სკუტერების დაქირავებაც შეუძლიათ. აღმოჩნდა, რომ აქვე კრეატიული განათლების სტუდიაცაა,   სადაც მსურველებს  გაფიკული-დიზაინის, DJ-ს, მორავი გამოსახულებების, მუსიკის წარმოების და სხვა მრავალი კურსის გავლის შესაძლებლობაც აქვთ.

ასევე,  ერთ-ერთ გამორჩეული,  რაც ფაბრიკის ტერიტორიაზე შეინიშნება, ეს არის   მისი უარმაზარი ჰოსტელი, რომელიც 400 მდე სტუმარს იტევს და რეგიონში ყველაზე დიდია. ჰოსტელში განლაგებულია როგორც დორმის ტიპის, ასევე 2 ადგილიანი ოთახრები და აპარტამენტის ტიპის ოთახი.  ღამის გათევის  ფასები 8 დოლარიდან იწყება და სეზონურობისა თუ ზომის მიხედვით იცვლება.

ფაბრიკის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ობიექტი  სამომავლოდ გაფართოებას კიდევ გეგმავს.  სულ მალე მის ტერიტორიაზე იგეგმება  იაპონური სუპების კაფისა და “წიბახა გეიმ-ქლაბის“ გახსნა. ეს უკანასკნელი მსურველებს მრავალფეროვან სამაგიდო თამაშებს შესთავაზებს.

“როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში თვალშისაცემია, რომ არქიტექტორები, დიზაინერები  ბოლომდე შეეცადნენ ყველაფერი „ფაბრიკული“, ინდუსტრიული  და ძველი აქ შენარჩუნებული ყოფილიყო და თვითონ მინიმალურად ჩარეულიყვნენ, რაც ნამდვილად  განსაკუთრებულ ხიბლს სძენს აქაურობას. გარდა ხიბლისა მსგავსი ადგილები, ყოველთვის ავითარებს მიდამო, ირგვლივ ტერიტორიასაც.ეს ყველაფერი კი რაიონის, ქალაქის  როგორც ინფრასტრუქტრულ,  ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე აუცილებლად  სწრაფად  და დადებითად აისახება”,- განაცხადა ფაბრიკის მარკეტინგის მენეჯერმა.

ფაბრიკის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ახალი არტ-სივრცის უმთავრესი ფუნქცია მულტუკულტურული გარემოს შექმნაა, რომელიც შემოქმედებით  ადამიანებს   შეუწყობს  ხელს.

“ფაბრიკა ყოველთვის მხარს დაუჭერს კულტურულ, შემეცნებით,  საგანმანათლებლო ინიციატივებს და დაუთმობს ადგილს მათ განხორციელებისთვის. შემოქმედებითი იდუსტრიების სწრაფი  განვითარება  კი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ნახტომი იქნება მთლიანად ქვეყნის წინსვლისთვის”,- ამბობს მარიკა კვირკველიძე.

ფოტოს ავტორი: მირიან შენგელაია
სტატიის ავტორი: სალომე ქუშაშვილი

კომენტარები

კომენტარი