ვიზუალური ხელოვნება

ახალი კვლევა ვირტუალურ გამოფენებთან დაკავშირებით

პანდემიის გამო მრავალი მუზეუმი დისტანციურ გამოფენებს აწყობდა მთელი კარანტინის განმავლობაში, შესაბამისად, აქტუალურია საკითხი, რამდენად განსხვავებულად აღიქვამს ადამიანი ხელოვნების ელექტრონულად რეპროდუცირებულ ნაწარმოებს. ამერიკულმა კომპანია Cuseum ატარებდა კვლევას სახელწოდებით „ხელოვნების ნევროლოგიური აღქმა აუგმენტირებული და ვირტუალური რეალობის მეშვეობით“ ათი თვის განმავლობაში და გამოაქვეყნა თავისი შედეგები მაისში.

კვლევაში სულ რაღაც 9 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ელექტროენცეფალოგრამების ტესტის ანალიზს მკვლევარები მიეყვანა დასკვნამდე, რომ „ადამიანის ტვინი არ განასხვავებს ციფრულად რეპროდუცირებულ ნაწარმოებებს მათი ორიგინალებისგან“, როგორც აცხადებს Cuseum-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი – ბრენდან სიეკო.

Cuseum იმედოვნებს, რომ კვლევის შედეგები გამოწვევის წინაშე დააყენებს დიდი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტებად მიჩნეულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ხელოვნებას, კერძოდ კი ვალტერ ბენიამინის 1935 წლის ესეს – „ხელოვნების ნაწარმოები მექანიკური რეპროდუქციის ეპოქაში“.

კომენტარები

კომენტარი