ვიზუალური ხელოვნება

აფრიკულ სკულპტურებს შესაძლოა რეპატრიაცია შეეხოს

აფრიკული ხელოვნების გაყიდვებამდე, რომელიც დაგეგმილია ივნისში ქრისტის აუქციონზე, პარიზში, ხელოვნების ისტორიკოსი აცხადებს, რომ აუქციონის ორგანიზატორებმა უნდა გადახედონ ნიგერიიდან სამოქალაქო ომის დროს წამოღებული ორი სკულპტურის გაყიდვის გადაწყვეტილებას.

პრინსტონის უნივერსიტეტის აბორიგენული, მოდერნული და თანამედროვე აფრიკული და აფრიკული დიასპორის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის პროფესორი – ჩიკა ოკეკე-აგულუ ინსტაგრამის პოსტის მეშვეობით აცხადებს, რომ იგბოს ხალხის წყვილი სკულპტურა, რომელსაც ჰქვია ალუსი ანუ „წმინდა სკულპტურები“ ნიგერიიდან წამოიღო აფრიკული ხელოვნების ფრანგმა კოლექციონერმა ჟაკ კერშაშმა, რომელიც 2001 წელს გარდაიცვალა.

აუქციონის განცხადებით, სკულპტურები კერშაშმა კანონის დაცვით შეიძინა, თუმცა პროფესორი ამბობს, რომ ეს უნდა დაზუსტდეს და გაირკვეს ნიგერიაში მისი დაბრუნების საკითხი, სანამ გაიყიდება ნაწარმოებები.

2017 წელს პროფესორის მიერ აფრიკული ნამუშევრების რეპატრიაციის საკითხის წინ წამოწევის შემდეგ, სხვებმაც დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მრავალი ნამუშევარი ექვემდებარება რეპატრიაციას, რაც სკანდალური აღმოჩნდა, რადგან ეს საკითხი საფრანგეთში იშვიათად დასმულა ადრე. თავად პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, რომ რეპატრიაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გასათვალისწინებელია.

კომენტარები

კომენტარი