ვიზუალური ხელოვნება

„არ მომწონს ცხენები“ – სიუზენ როთენბერგი

გარდაიცვალა ნიუ იორკელი მხატვარი სიუზენ როთენბერგი, რომლის ცხენისებრი გამოსახულებანი დაუპირისპირდა 1970-იანების წლების გაბატონებულ მინიმალიზმს მასში რეპრეზენტაციის დამატებით. მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოს განხილვისას 2005 წელს, როთენბერგმა თქვა: „მე არ მომწონს ცხენები. მე შემიძლია ხაზი გავავლო მათზე, გავხადო ისინი ბრტყელი… რაც შეიძლება უარვყო ნახატი ილუზიონიზმის, ჩრდილის, კომპოზიციის თვალსაზრისით“.

Chix (2003)

როთენბერგი დაიბადა ბუფალოში 1945 წელს და 60-იან წლებში გადავიდა ნიუ იორკში, სადაც შეხვდა მომავალ მეუღლეს, სკულპტორ ჯორჯ ტრეკასს და დაიწყო კოლაბორაცია ჯოან ჯონასთან საცეკვაო პერფორმანსებზე. როთენბერგმა 1973 წელს დაიწყო ის, რითაც ყველაზე მეტად ცნობილია – ერთი მოძრავი ცხენის დიდი, მეტაფორული გამოსახულებების ხატვა, ხშირად ცენტრალური ვერტიკალური ხაზით გაყოფილ ცარიელ ფონზე. კრიტიკოსი პიტერ შელდალი მხატვრის 1993 წლის გამოფენის შესახებ ამბობდა: „მისი ხელშესახები ძალისხმევა ფანტასტიკურად ბასრი იყო, ატარებდა რა იმის მუხტს, რაც არის ნახევრად დავიწყებული და იმდენად გასაოცარი, რომ ძლივს დავიჯერე: ესაა გულწრფელობა“.

ალკეტრონი

ცხენების ნახატებმა მყისიერი ზეგავლენა მოახდინა ნიუ იორკის სახელოვნებო სცენაზე, რამაც როთენბერგს მისცა საშუალება ჩართულიყო ამერიკული ხელოვნების უიტნის მუზეუმის 1978 წლის გამოფენაში – „ახალი გამოსახულების მხატვრობა“, ჯენიფერ ბარტლეტთან, ნილ ჯენისთან და რობერტ მოსკოვიჩთან ერთად. მომდევნო წელს იგი ტრეკასს გაშორდა.

ოსტატი (2008)

1980 წელს როთენბერგი იყო ერთ-ერთ ხელოვანი, რომელიც აირჩიეს ვენეციის ბიენალზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმოსადგენად. ათწლეულის განმავლობაში მხატვარი ცხენების ხატვიდან გადადის უსხეულოდ თავების, ხელების და თვალების ხატვაზე. ის მისთხოვდა ხელოვან ბრიუს ნაუმანს 1989 წელს და მომდევნო წელს გადავიდა საცხოვრებლად ნიუ მექსიკოს შტატში, სადაც ცხენებს, წიწილებს და ძაღლებს აშენებდა. ამ პერიოდის ნახატები ასახავს მისი სახელოსნოს საგნებსა და სახლის ბუნებრივ გარემოს.

ჩიტების დასტა (2017)

მიუხედავად იმისა, რომ როთენბერგი ხშირად ხატავს ამოცნობად თემებს, მისი ნაწარმოები იშვიათადაა მნიშვნელობის თვალსაზრისით გამჭვირვალე – იგი ამბობდა, რომ არ სურს „ძალიან პირდაპირი საუბარი საგნებზე“ და სურს „მნახველსაც შეეძლოს მუშაობა“.

კომენტარები

კომენტარი