შემოქმედებითი ინდუსტრიები

“არ დაგვივიწყოთ” – მუსიკის ინდუსტრია შველას ითხოვს

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აპირებს 1 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ისეთი ბიზნესების დასახმარებლად, როგორებიცაა: საავადმყოფოები და საჰაერო მიმოსვლის ინდუსტრია.

ამ დროს მუსიკის და შოუბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი გზავნილი ხელისუფლებისადმი: არ დაივიწყოთ  ჩვენ შესახებ. გამომდინარე ამ ინდუსტრიის უნიკალური ბუნებიდან, სადაც სამუშაო სპორადულია უნივერსალური მიდგომა არ გამოდგება.

„როდესაც კონგრესის წევრები ფიქრობენ გართობის ინდუსტრიაზე, მათ არ უნდა იფიქრონ მხოლოდ დიდ ვარსკვლავებზე, არამედ ასევე ელექტრიკოსებსა და მძღოლებზე და მზარეულებზე“ – ამბობს რესპუბლიკელი ედამ შიფი, რომელიც დიდი ხანია, რაც მუსიკის ინდუსტრიას ადვოკატირებს.

„ჩვენ გვაქვს პრობლემა, რადგან მათი სამუშაო არ არის ტრადიციული სამსახური, მათ არ ჰყავთ მთელი წლის მანძილზე ერთი დამსაქმებელი და მათი კონცერტები არაა რეგულარული. ისინი არიან განადგურების რისკის ქვეშ.“ – აცხადებს შიფი.

კომენტარები

კომენტარი