კინო

„არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ – უილ სმითის ვიდეომონტაჟი

მსახიობი უილ სმითი პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თემას უძღვნის ვიდეომონტაჟს, სახელწოდებით: „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“. ორწუთიან კლიპში შესულია ყოფილი პრეზიდენტის – ბარაქ ობამას სიტყვა ფლოიდთან დაკავშირებით, თავად უილ სმითიც აკეთებს კომენტარს: „არსებობს ისტორიული მდინარე, რომელიც წითლად მოედინება, სიმართლის მთქმელთა სისხლით. ამერიკელად ყოფნის მშვენიერება, როცა ჩვენ ვართ შეშინებულნი, არის ის, რომ ჩვენ მივიწევთ ჩვენი უმაღლესი მეს და არა უდაბლესი მეს მიმართულებით“.

მონტაჟი მოიცავს კადრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტიდან, 12 წლის კიდონ ბრაიანტის მგზნებარე სიმღერას – „I Just Want to Live” (მე უბრალოდ მსურს ვიცოცხლო), რომელიც ვირუსული გახდა, რევოლუციონერ აქტივისტებს, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის და ნელსონ მანდელას ჩათვლით. ვიდეოში ხაზგასმულია თანასწორობის მნიშვნელობა. ბარაქ ობამა საუბრობს ახალგაზრდების როლზე ყველა გარდაქმნაში და ქებას უძღვნის მათ.

კომენტარები

კომენტარი