კულტურა ლიტერატურა

არნოლდ ჩიქობავას ინსტიტუტი დანგრევის პირასაა

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ინსტიტუტი, რომელიც თბილისის ცენტრში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს, დანგრევის პირასაა.  ინფორმაციას ამის შესახებ გოგა ჩაანდირი ავრცელებს და  გიორგი კვირიკაშვილს, კახი კალაძესა და  თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძეს მიმართავს: ”

პატივცემულო ბატონებო!

დააკვირდით პირველ ფოტოს. ეს არნოლდ ჩიქობავაა, დიდი ენათმეცნიერი. მომდევნო წელს 120 წლის იუბილე აქვს.
თუმცა, მას არ უნდა ამის აღნიშნვნა. მას ურჩევნია ბზარებს ამოეფაროს, რადგან სირცხვილით იწვის. მისი სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დანგრევის პირასაა. თანამშრომლებს ჭერი ემხობათ და იატაკი ეცლებათ.
ერთხელაც იქნება და უბედურება დატრიალდება.
თქვენ და ჩვენ ქართულად რომ ვლაპარაკობთ, ენაში დადებითი ძვრები რომ ხდება, ამ ინსტუტუტისა და აქაური მეცნიერების დამსახურებაა.
სალიტერატურო ნორმები და 100-ზე მეტი ლექსიკონი რომ გვაქვს, ასე სიღრმისეულად რომ არის შესწავლილი იბერიულ-კავკასიური ენები, ესეც ამ ინსტიტუტის დამსახურებაა.
ეს არის ადგილი, სადაც ხელისგულით სატარებელი ადამიანები მუშაობენ.
ამ დროს კი, რა ხდება?
ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო კანცელარიასთან, ინგოროყვას 8-ში მდებარე შენობა მათ თავზე ენგრევათ.
არნოლდ ჩიქობავა კი ბზარებს ატუზვია და სირცხვილისგან იწვის.
გთხოვთ, გადაარჩინოთ ენათმეცნიერების ინსტიტუტი”

 

კომენტარები

კომენტარი