საშემსრულებლო ხელოვნება

არიანა გრანდე და ჯასტინ ბიბერი ჩარტის ყიდვაში დაადანაშაულეს

მას შემდეგ, რაც ჯასტინ ბიბერის და არიანა გრანდეს “Stuck with U” გამოსვლისთანავე ტოპ-ათეულებში მოხვდა, ამერიკელმა რეპერმა ფსევდონიმით Tekashi 6ix9ine ისინი დაადანაშაულა ჩარტების ყიდვაში.

24 წლის რეპერმა ერთ-ერთი ჩარტის ავტორი საიტი Billboard, ასევე დაადანაშაულა ქულების დაკლებაში მისი მესამე ადგილოსანი სიმღერისთვის „Gooba”, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაწერა. მისი თქმით, ამით საიტმა არიანა გრანდეს და ჯასტინ ბიბერის ახალ ჰიტს თავისი პირველი ადგილი შეენარჩუნებინა.

პასუხად Billboard-მა შეფასების პროცესის დეტალური აღწერა გამოაქვეყნა. „Billboard ითვლის მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმღერის ინტერნეტით გაშვების სიხშირეს ჩარტისათვის“ – ასკვნის საიტი.

არიანა გრანდემ სოციალური ქსელით გასცა პასუხი რეპერს – როგორც მან აღნიშნა, ის მადლიერია, რომ საერთოდ მოხვდა ამ ჩარტში და თვითონაც ასე უნდა იყოს, რეპერს მან მეტი თავმდაბლობისკენ მოუწოდა, რის პასუხადაც რეპერმა განაცხადა, რომ არიანა გრანდე ნიჭიერი და მშვენიერია, თუმცა ვერასდროს გაიგებს მის ტკივილს, რომელიც გაჭირვებაში, უმამოდ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი