საშემსრულებლო ხელოვნება

ანიტა რაჭველიშვილი ხელისუფლებას: ,,ის არ იციან, რომ მე ვერ შემაშინებენ”

ცნობილი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მულს, რომელიც ოპერის მომღერლის მანქანას მართავდა, თავს დაესხნენ.

აღსანიშნავია, რომ რაჭველიშვილი ინცინდენტში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს დააკისრებს.

“ჩემი ოჯახის წევრს ქუჩაში თავს დაესხნენ. მანქანით იყო შუქნიშანზე და ვიღაცა კაცი შეუხტა მანქანაში. მოახერხა და გააგდო მანქანიდან და ეგრევე დაძრა მანქანა. აღელვებისგან ვერ მშვიდდებოდა და იქვე გააჩერა, რომ დამშვიდებულიყო. ის მამაკაცი ისევ მივარდა და ჩახტომას ცდილობდა მანქანაში. ამჯერად მძღოლის მხრიდან. ჩემმა მულმა მოასწრო და კარები ჩაკეტა. ამ ადამიანმა შუშაზე ბრახუნი და ღრიალი განაგრძო. უყვიროდა “გამიღეო”. ბოლოს მოიკრიბა ძალები, დაქოქა მანქანა და გაიქცა. შეშინებული და აბსოლუტურ შოკში.

გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტი. მანქანა იყო ჩემი, პოლიციამ გაიარა ზუსტად იმ მომენტში ეს კაცი შუშაზე რომ უბრახუნებდა და ღრიალებდა, დაინახეს, დააიგნორეს ფაქტი და წავიდნენ. ამის გარდა, იქ იყო უამრავი ადამიანი გარშემო, რომელთაგანაც არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად, ახალგაზრდა გოგოს დახმარებოდა.

აი, ეს არის ეს ხელისუფლება. აი ამ ფორმით მოქმედებს უკვე. უბრალოდ, ის არ იციან, რომ მე ვერაფრით შემაშინებენ!

ამ ფაქტის მერე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის თავიდან ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეს, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს არაოფიციალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს! (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი იმედი მაქვს, რომ ვიღაცა გიჟი იყო უბრალოდ და ასეთ დიქტატურამდე ჯერ არ მივსულვართ)“ – წერს მომღერალი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი