კინო

ანიმაციები, რომლებმაც ბოლო 28 წლის განმავლობაში ოსკარი მოიგეს

ჩვენ მსოფლიო ანიმაციის ოქროს ხანაში ვცხოვრობთ. გვაქვს საშუალება ვიხილოთ ისეთი ხარისხის სურათები, როგორების შექმნაც, მაგალითად, დისნეის ან პიქსარს შეუძლიათ. ბოლო პერიოდში ოსკარის ნომინაციებში სხვა, დამოუკიდებელი სტუდიების ნამუშევრებიც ვიხილეთ. დღეს, სხვადასხვა ტექნოლოგიის საშუალებით შედარებით გამარტივდა რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს მყოფი ხარისხის მიღება მულტფილმში, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ, საამისოდ ანიმატორებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ.

ოსკარების დაჯილდოების მომდევნო ცერემონია 4 თებერვალს გაიმართება. მულტფილმების კატეგორიაში წარდგენილნი არიან ფილმები – The Boss Baby, The Breadwinner, Coco, Ferdinand, Loving Vincent.

გთავაზობთ ყველასათვის საყვარელ ანიმაციებს, რომლებმაც უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში ოსკარის ჯილდოს მოპოვება შეძლეს.

1990: ”პატარა ქალთევზა”. ამ ნამუშევარმა დისნეის პრესტიჟი დაუბრუნა. მოიგო ოსკარი და გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მუსიკისთვის.
1992. ”ურჩხული და მზეთუნახავი”. დაამსხვრია ოსკარის ყველა რეკორდი
1993: ალადინი. წლის ტრიუმფატორი
1995: ”მეფე ლომი”
1996: ”პოკაჰონტასი”
1999: ეგვიპტის პრინცი
2000: ტარზანი
2002: შრეკი
2003: ”სულების მიერ გატაცებული”. იაპონურმა ნამუშევარმა დაანგრია ევროპელების ჰეგემონია
2004: ნემო
2005: სუპერ ოჯახი
2006: დისნეისნეიმ კიდევ ერთხელ წააგო ამჯერად ბრიტანულ ანიმაციასთან
2007: ბედნიერი ფეხები
2008: გაიმარჯვა პიქსარის ”რატატუიმ”
2009: უოლ-ი
2010: მაღლა
2011: სათამაშოების ისტორია 3
2012: რანგო
2013: მამაცი
2014: ”გაყინული”
2015: დიდი გმირი 6
2016: თავდაყირა
2017: ზუტოპია

კომენტარები

კომენტარი