კინო

ანა ურუშაძის ”საშიში დედა” 2018 წელს აუცილებლად სანახავ ფილმებს შორის მოხვდა

The Calvert Journal-მა აღმოსავლური ფილმების სია გამოაქვეყნა, რომელიც მაყურებელმა 2018 წელს აუცილებლად უნდა ნახოს. გამოცემამ ჩამონათვალი იმ ფილმების მიხედვით შეადგინა, რომლის ხილვა გასული წლის მიწურულს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე იყო შესაძლებელი.

საუკეთესო 5 ნამუშევართა შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის ფილმი სახელწოდებით ”საშიში დედა”.

ანა ურუშაძის დრამაში, რომელიც არაერთი ფესტივალის ნომინანტი გახდა, მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს. ფილმი აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. საშიში დედა 50 წლის ქალის – მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.

კომენტარები

კომენტარი