საშემსრულებლო ხელოვნება

“ამხანაგი ბრიტნი” სიმდიდრის თანაბრად განაწილებას ითხოვს

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამით გაავრცელა მოწოდება, სადაც საუბარია სიმდიდრის თანაბარ გადანაწილებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 38 წლის სპირსმა გააზიარა  მწერლის – მიმი ჟუს პოსტი, რომელიც შეიცავს ფრაზას: „ჩვენ გამოვკვებავთ ერთმანეთს, გადავანაწილებთ დოვლათს, გავიფიცებით“, ბრიტნიმ პოსტს თან დაურთო სამი წითელი ვარდის ემოჯიები, რაც სოციალიზმთან ასოცირებული თანამედროვე სიმბოლოა.  

ამ ფაქტის შემდეგ მწერალმა მიმი ჟუმ დაპოსტა ტვიტერზე: „საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ ეს სახალისო და საყვარელი მომენტია და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნამუშევარმა ააღელვა ის, რადგან ის მაღელვებდა ძალიან, როცა მე ვიყავი მოზარდი – ამხანაგი ბრიტნი არის იკონური ფიგურა და მიხარია, რომ ჩვენ დაკავშირებულები ვართ ამ ტალღაზე.“

მიმი ჟუ

ბრიტნი სპირსი 2008 წლიდან მამის მეურვეობის ქვეშაა და ფსიქიატრების დასკვნის საფუძველზე აკრძალული აქვს დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ბედი და ბიზნესი, რაც იწვევს კრიტიკას, რადგან ბრიტნი აგრძელებს მოღვაწეობას, ალბომების გამოშვებას და კონცერტების ჩატარებას, იქცევა როგორც ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი