ლიტერატურა

ამერიკის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას 56 ყუთი ძვირადღირებული წიგნი გადასცა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 56 ყუთი ახალი და ძვირად ღირებულ წიგნები გადასცა საჩუქრად.- ამის შესახებ ინფორმაციას  ბიბლიოთეკა ავრცელებს. საუბარია სხვადასხვა გამოცემა და ენის შესასწავლი მაგიდის თამაშების შესახებ (სულ 87 000 აშშ დოლარის ღირებულების ლიტერატურა). ეს ლიტერატურა ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისთვის და სოფლის ბიბლიოთეკებისთვის არის განკუთვნილი.

17 ნოემბერს, 11:30 საათზე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ბატონი იან კელი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ეწვევიან.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებას დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი