საშემსრულებლო ხელოვნება

ამანდა შერვინი – „ცეკვის სამყაროს“ მეორე კვირის კონკურსანტები

ამ კვირის წარმატებულ შესრულებებზე უნდა ითქვას, რომ მათ ამ ორი რაღაციდან შეძლეს და გააკეთეს ერთ-ერთი ან ორივე: 1) აჩვენეს დაუჯერებელი ქიმია, რომელიც ასევე ავთენტურიც იყო; 2) აჩვენეს ჟიურის ის, რაც მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ნანახი აქამდე. წარმოგიდგენთ გამორჩეულ შესრულებებს იმ ღამიდან.

როგორც საცეკვაო ჯგუფის – „ადგილობრივი კომპანია“ წევრმა განაცხადა, ინდიელთა ცეკვა ხშირად ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ცეკვის სხვა სტილები. ეს მშვენიერი სახელოვნებო ფორმა პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე იმ ღამით. ჯგუფის შესრულება იყო სიცოცხლით და ვნებით სავსე, თუმცა, სამწუხაროდ, ჟიურიმ ისინი მეორე ტურში არ გადაიყვანა.

თანამედროვე ჰოლანდიური ჰიპ-ჰოპ ჯგუფის – Oxygen-ის რთული ხელის მოძრაობები და ელვარე ფორმები თვით შემთხვევითი მაყურებლისთვისაც შთამბეჭდავი იქნება, თუმცა, ჩვენ, როგორც მოცეკვავეებმა, რომლებსაც გვესმის ასევე თუ რამდენი შრომაა ჩადებული ამგვარ შესრულებაში, მთელი სტანდარტული პროცედურა მოვანდომეთ იმის დადგენას, რამდენი საათის ვარჯიში სჭირდებოდა თითოეულ რვა-თვლიან მონაკვეთს.

ჯგუფმა ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა ჟიურის სამივე წევრისგან, ჯენიფერ ლოპესმა კი თქვა: „მე თვით ჩემი მოცეკვავეებისგანაც კი ვერ მივაღწიე ასეთ სუფთა შესრულებას“.

ემას გიჟური მოქნილობა და  გრაცია დაწყვილებული სტაილზის ძალასა და ემოციასთან ამ დუოს აქცევს ზეძლიერ მოასპარეზეებად. განსაკუთრებით დასაფასებელია ემას უნარი, მოახერხოს ფეხის წვერებზე ცეკვა მეტისმეტად სრიალა იატაკის პირობებში.

საუკეთესო სიტყვა, რომელიც აღწერს ამ დუოს? პროფესიონალი. ლათინური სამეჯლისო ცეკვების შემსრულებლები იტალიიდან მთელი მათი ცხოვრება ერთად ცეკვავდნენ და ეს ჩანს კიდეც. სინათლის სიჩქარის ტერფების მოძრაობითა და უმწიკვლო კოორდინაციით, ლუკას და ალესანდრას ცეკვა აერთიანებდა ამბის ეფექტურ თხრობას უფრო ელვარე ილეთებსა და უნარებთან, რაც ასე უყვარს ჟიურის.   

კომენტარები

კომენტარი