ვიზუალური ხელოვნება

ალექს გრინბერგერი – მხატვარი, რომელიც რასიზმს ებრძოდა

83 წლის ასაკში ალცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა ამერიკელი მხატვარი ემა ამოსი, რომლის ვიზუალურად მაცდუნებელი ნახატები რასიზმს და თეთრკანიანათა პრივილეგიას აპყრობს საყვედურიან მზერას.

შავი ძაღლის ბლუზი (1983)

მხატვარი თავის ნაწარმოებებში ავლენს პროფესიონალურ სიმარჯვეს წარმოსახვითი ტილოების შექმნაში, რომლებიც წარმოადგენს ხელოვნების ისტორიის, მისი პირადი ცხოვრების და მიმდინარე მოვლენების სინთეზს. ნახატში „პიკასოს მუზა“ (1997) ამოსი მიანიშნებს, რომ როცა პიკასო აფრიკულ ნიღბებს იყენებდა შთაგონების წყაროდ, იგი ვერ ხედავდა მონობას, კოლონიალიზმს და რასიზმს.

პიკასოს მუზა (1997)

მისი გასაოცარი სურათები უღრმავდება რთულ თემებს, რომლებიც ავლენს რასიზმის, სექსიზმის და კლასობრივი ბრძოლის მახინჯ ისტორიებს – თემებს, რომლებშიც ამოსი იყო ჩართული მიუხედავად იმისა, რომ იცოდა – ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო.

მოღრეცილი მოცურავე (1987)

„დიახ, რასა, სქესი, კლასი და ძალაუფლებრივი პრივილეგიები არსებობს ხელოვნების სამყაროში“. ამოსის აზრით, ფერი, მხატვრობის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი, იძენს პოლიტიკურ შეფერილობას. „ყოველთვის, როცა ვფიქრობ ფერზე, ეს პოლიტიკური განაცხადია. ეს იქნებოდა ფუფუნება – ყოფილიყავი თეთრკანიანი და არასოდეს გეფიქრა ამაზე“ – ამბობს ხელოვანი.

რატომ დავტოვეთ პლაჟი (1987)

მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში „ყვავილის მყნოსავი“ (1966) ამოსი ასახავს საკუთარ თავს დიდ თეთრ წრეში, ცისფერი კუთხეებით. მისი სამოსის ნარინჯის ფერი და ყვავილების ყვითელი ფერი შესაძლოა თბილია, მაგრამ სურათში სხვა არაფერია, რაც შეიძლება ასეთად ჩაითვალოს.

ყვავილის მყნოსავი (1966)

ნახატი განზრახ არის ერთგვარად დამახინჯებული, მიზნად ისახავს რა გააკრიტიკოს ავტოპორტრეტის ტრადიცია, რაშიც ამოსი გამოირჩევა თავისი საგრძნობლად ნაკლები პასიურობით, ვიდრე მრავალი თეთრკანიანი ქალი ხელოვანი, რომელიც ხელოვნების ისტორიის მანძილზე გამოსახავდა საკუთარ თავს.

სენდი და მისი ქმარი (1973)

ამოსის კანვასებს სახალისო მხარეც აქვს. „ყვავილის მყნოსავი“ ჩანს ნახატში „სენდი და მისი ქმარი“ (1973), რომელიც წარმოადგენს ცოლქმრის ოთახში ცეკვის ნაზ სურათს. და მის ზოგიერთ ყველაზე საუცხოო ნახატში, ცირკის მსახიობები, ცხოველები და მუსიკალური ინსტრუმენტები ცვივა სივრცეში, თითქოს პერსპექტივის კანონები მათ არ ეხებათ.      

80-იან წლებში ამოსი ქმნის ნახატების სერიას, რომელიც ცნობილია, როგორც „ვარდნა“, რომელშიც საგნები ვარდება უსაშველო სივრცეში. მხატვარი ამბობს: „მე მომწონდა იდეა, რომ თუ ვარდებოდი ჰაერში, იქნებოდა ვინმე, ვინც ეცდებოდა დაეჭირე ან ვინმე, ვინც არ გაგიშვებდა ხელს, ისე რომ იქნებოდით ერთად ორივე“, ამბობს ამოსი. ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ნაწარმოებში ამ სერიიდან, ამოსი ვარდება მოცისფრო ციდან და უჭირავს დედის სურათი.

ემა ამოსი, “ვარდნა”

კომენტარები

კომენტარი