საშემსრულებლო ხელოვნება

ალექსანდრე ზაზარაშვილი “საბავშვო ვოისის” ისტორიაში საუკეთესო მომღერლად დასახელდა

ქართველი მომღერალი, უკრაინული “ვოისის” გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი, მუსიკალური პროექტის “საბავშვო ვოისის” ისტორიაში საუკეთესო ვაჟ მომღერლად დასახელდა. რეიტინგი The Voice Global-ის Youtube არხზე გამოქვეყნდა.

“საბავშვო ვოისის” ისტორიაში საუკეთესო ბიჭი მომღერლების ტოპ ხუთეულის ლიდერი ალექსანდრე ზაზარაშვილია, მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე – კოლუმბია, მეოთხეზე – ბელგია, მეხუთეზე კი ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ “ვოისში” გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრემ კარნეგი ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ის ჰოლივუდში მიიწვიეს.

ქართველი მომღერალი, ასევე, მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ გადაცემაში Little Big Shots. აღსანიშავია, რომ 12 წლის ალექსანდრე ამ გადაცემის პირველი ქართველი სტუმარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი