კინო

ალეკ ბოლდუინი პირველად ითამაშებს ვესტერნში

მიუხედავად იმისა, რომ მას თითქოს ამ ჟანრისათვის იდეალური უხეში ტონები აქვს, ალეკ ბოლდუინი ვესტერნის ჟანრში არ გამოჩენილა. ის აპირებს შეცვალოს ეს ყველაფერი. ბოლდუინი მონაწილეობას მიიღებს და იქნება პროდიუსერი ფილმისა – „რასტი“.  ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ფილმის გადაღება რამდენიმე თვეში დაიწყება.

 ფილმი ეხება კრიმინალ ჰარლანდ რასტს (ბოლდუინი), რომლის მოკვლისათვის ჯილდოა დაწესებული. როდესაც მისი 13 წლის შვილიშვილს – ლუკასს დააბრალებენ შემთხვევით მკვლელობას და ჩამოხრჩობას მიუსჯიან, რასტი ჩადის კანზასის შტატში, რათა იგი ციხიდან იხსნას.

ორი დევნილი უნდა გაექცეს შეერთებული შტატების ლეგენდარულ მარშალ ვუდ ჰელმსა და ფენტონ ლენგს, რომლებმაც კვალი აიღეს. ღრმად დამარხული საიდუმლოები აღდგება ფერფლისგან და ყალიბდება მოულოდნელი ოჯახური კავშირი, როდესაც ბაბუა და შვილიშვილი ცდილობს ამერიკის საზღვრის გადალახვას.

კომენტარები

კომენტარი