ლიტერატურა

აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა” გერმანულად გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით, გერმანული გამომცემლობის “Mitteldeutscher Verlag” მიერ გამოიცა აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსა“. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა იმუშავა.

მწერლის მიერ გამოგონილი ქვეყანა – სანტა ესპერანსა – ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი